ბიზნესმენი იოსებ სონღულაშვილი ტელეკომპანია "პირველის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს პასუხობს და აცხადებს რომ, შესაძლო სასამართლო დავის წამოწყებასთან დაკავშირებით იურისტებთან კონსულტაციას გაივლის.
"გაგიკვირდებათ და, მოვიცალე შაბათს ტევე პირველზე გასული სიუჟეტისთვის...
სიუჟეტი ემსახურებოდა მხოლოდ ერთს: მოეხდინა ჩემი საქმიანობის დისკრედიტაცია, დავეკავშირებინე იმ თემებთან და საკითხებთან, რომელთანაც არაფერი მაკავშირებს; დაყენებული ტონალობით და უაზრო ტერმინების ტრიალით შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება და სიცრუით დაეზიანებინათ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები.
თავის მართლებას არც ახლა ვაპირებ და სიუჟეტშიც სრულად გამოვხატე ჩემი პოზიცია უაზრო ბრალდებების წინააღმდეგ: ჩემს ბიზნესთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია არის ღია და გამჭვირვალე, ყველა საბუთი, რომელსაც ეს ტელევიზია აჩვენებდა, არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის.არასდროს დამიმალავს არაფერი და აქედან გამომდინარე, ვისაც მართლა აინტერესებს ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია, ყველაფერი განთავსებულია საჯარო პორტალებზე.
ჩემს ფრანგ პარტნიორებთან ერთად 2010 წლიდან გამჭვირვალედ და რეპუტაციაზე დაყრდნობით ვაშენებთ ჩვენს დიდ ოჯახს - შპს “სონნეთ ქონსთრაქშენ”-ს, სადაც მუშაობს ასეულობით ღირსეული ადამიანი. მარტო ჩემთვის არა, ჩვენთვის ყველასთვის მსგავსი უსაფუძვლო გამოხტომები კატეგორიულად მიუღებელია!!!
სხვათა შორის ჩემს კომპანიას არასდროს არ მიუღია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა და შესაბამისად არცერთი საბიუჯეტო ორგანიცაზიიდან არცერთი თეთრი არასდროს არ ჩარიცხულა ჩვენს ანგარიშზე! შესაბამისად თუ კი რამეს ვაკეთებთ, მხოლოდ ჩვენივე შექმინილი პროექტებით!რაც შეეხება ჰესების პროექტებს.
აქაც, როგორც ბიზნესის სხვა მიმართულბებეში ყველაფერი საჯაროა. ჩემი ძმის ხსენება ჰესებთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დაკვეთის უნიჭოდ შესრულება.
ჰესების პროექტები დღეს არის მხოლოდ კვლევების ეტაპზე და არანაირი თანხმობა არ გვაქვს აღებული არცერთი სახელმწიფო სტრუქტურიდან.
2. ეს თემა მე ჩემს პარტნიორებთან ერთად წამოვიწყე 2023 წლის თებერვალში, თითქმის 2 წლით ადრე, ვიდრე ჩემი ძმა, დავით სონღულაშვილი გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდებოდა. აქედან გამომდინარე, ძალიანაც რომ უნდოდეთ ამ საკითხში დავითის ჩართვა, არაფრით გამოუვათ.
3. სიუჟეტში დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ თითქოს დავითმა ჰესების პროექტთან დაკავშირებით რაღაც ნებართვები გასცა ჩემს კომპანიაზე. ამ ბოდვაზე რა უნდა ვთქვა, არც კი ვიცი
მთელს სიუჟეტში მხოლოდ სიტყვა ცხენისწყალი იყო სწორი
“კვალიფიკაციის” ზეიმი იყო!
ასეთი ”ექსპერტიც” ალბათ ძლივს იპოვეს
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარემოს ეროვნულ სააგენტოს თავის პორტალზე გამოქვეყნებული აქვს გარემოს შემსწავლელი ყველა დოკუმენტი და საჯაროა, ყველას შეუძლია ნახვა. 4. იმდენად მონდომებულები იყვნენ ამ "დავალების" შესასრულებლად, რომ ვერც კი გადაამოწმეს და “შემთხვევით” სხვა კომპანიაში ავერიე (ან ძალით აერიათ)
ცხენისწყალი 1 ჰესის მენეჯმენტს თვითონაც კარგად იცნობენ. მათთან მე და ჩემს ოჯახს პირადი ნაცნობობის გარდა არაფერი გვაკავშირებს. ამ პროექტის ჩემზე მოკერება რაში დასჭირდათ ვერ ვხდები!? გასაოცარი სიმართლის მთქმელები არიან.მე ერთი რამე მაინტერესებს: ამ ჰესების თემაზე ასე რომ არ შეერცხვინათ თავი, ბარემ ეგეც ეკითხათ ინტერვიუს დროს და ასეთი არაკომპეტენტურები არ გამოჩნდებოდნენ. თუმცა პასუხი ალბათ მარტივია: როცა დავალება გაქვს, რომ რაღაც ცუდი უნდა გააკეთო და ვერ პოულობ ვერაფერს, მაშინ “ფანტაზია და მარჯვე ხელები” ირთვება საქმეში!“
სულ მაგ სიმართლით იარეთ ძმაო”
პ.ს.ამ დღეებში გავივლი კონსულტაციას იურისტებთან შესაძლო სასამართლო დავის წამოწყებასთან დაკავშირებით" - წერს იოსებ სონღულაშვილი სოციალურ ქსელში.