აშშ უკრაინას დამატებით 225 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

ახალი დახმარების პაკეტი, მათ შორის მოიცავს შემდეგ იარაღსა და აღჭურვილობას:

რაკეტები HAWK ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის;

"სტინგერის" ტიპის საზენიტო რაკეტები;

საბრძოლო მასალას HIMARS–ებისთვის;

155 მმ-იანი კალიბრის ჰაუბიცები;

155მმ და 105მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;

81მმ–იანი ნაღმსატყორცნების სისტემა;

M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები;

საპატრულო კატარღები;

მცირე ზომის საბრძოლო მასალა და ყუმბარები;

ღამის ხედვის მოწყობილობები.

"შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას 50-ზე მეტ მოკავშირესთან და პარტნიორთან, რათა უკრაინის მამაც დამცველებს ჰქონდეთ კრიტიკული შესაძლებლობები, რაც მათ სჭირდებათ რუსეთის აგრესიის წინაამდეგ ბრძოლისთვის სჭირდებათ", აცხადებენ პენტაგონში.