სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს.
სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე ე.ყ. (მისამართი: ქუთაისი, ნიკეას მე -2 შესახვევი) ბიზნესსაქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა. კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.