ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აბაშიძის N41-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო.

პირველ ეტაპზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, 450 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე, დამონტაჟდება საპარკე ავეჯი, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა და დასასვენებელი პავილიონი, სკვერი გამწვანდება.

მიმდინარე სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან პარლამენტში ნოდარ ტურძელაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დასასვენებელი სივრცის პროექტს, ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „კვადრელი“ ახორციელებს.