„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ"  მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, 780 ტონა ნარჩენი საავტომობილო ზეთი ამოიღო.

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, ნარჩენი საავტომობილო ზეთის ამოღება, პარტნიორი  იმპორტიორი  კომპანიებისგან და ნარჩენების წარმომქმნელებისგან (ავტოსახელოსნოები, ზეთის შეცვლის ობიექტები, საავტომობილო პარკები).

ნარჩენი საავტომობილო ზეთი ბარდება შესაბამისი ნებართვის მქონე გადამამუშავებელ საწარმოებს - შპს"ალტერვეისტს" და შპს "საქართველოს უნივერსალურ ჯგუფს", სადაც ხორციელდება მისი გადამუშავება ან ექსპორტირება.

 ასოციაციამ უშუალოდ ნარჩენების ამოღება 2023 წლიდან დაიწყო. ამჟამინდელი ამოღებული ნარჩენების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება-გადამუშავებას.

 შეგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება როგორც თბილისში, აგრეთვე რეგიონებში.