საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 370.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 835.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 126.0 მლნ. აშშ დოლარით.

რუსეთთან იმპორტის ზრდის წამყვანი მიზეზი საქართველოს რუსულ ნავთობპროდუქტებზე გადასვლა იყო. თუკი 2021 წელს ქვეყანამ $135 მილიონი დოლარის 225 ათასი ტონა საწვავი შეიძინა, 2022 წელს ეს რიცხვი 623 მილიონ დოლარამდე (657 ათას ტონამდე) გაიზარდა. 21 მილიონი დოლარით, 112 მლნ-მდე არის გაზრდილი რუსული გაზის იმპორტიც.

საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:

1) ღვინოები - $161 მილიონი, ზრდა 23%;
2) ფეროშენადნობები - $109 მილიონი, კლება 37%;
3) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - 76 მილიონი, ზრდა 338%;
4) სპირტიანი სასმელები - $57 მილიონი, ზრდა 38%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები - $51 მილიონი, კლება 16%.

საქართველოს ტოპ 5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:

1) ნავთობპროდუქტები - $623 მლნ, ზრდა 361%;
2) ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) - $112 მილიონი, მატება 24%;
3) ხორბლის ფქვილი - $67 მლნ, მატება 478%;
4) ხორბალი - $62 მილიონი, კლება 29%;
5) კოქსი და ნახევარკოქსი (ქვანახშირი) - $59 მილიონი, ზრდა 152%.