აშშ-ის დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატაში 435-დან, სულ მცირე, 258 ადგილს მიიღებს, რითაც 1992 წლის შემდეგ იქ ყველაზე მრავალრიცხოვან წარმომადგენლობას გაინაღდებს. ეს დემოკრატ ჩაკ ჰაბარდის გამარჯვების წყალობით მოხდა. ჰაბარდი 48,7%-ით, სულ რაღაც, 300 ხმით უსწრებს თავის მდევარს რესპუბლიკური პარტიიდან, ვირჯინია ფოქსს. კიდევ ოთხ საარჩევნო რბოლაში გამარჯვებული ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის.
"წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა ახლახან გაინაღდეს ყველაზე მნიშვნელოვანი უმრავლესობა, რომელიც კი ამ საუკუნეში კონგრესში რომელიმე პარტიას ოდესმე ჰქონია", — ასე გამოეხმაურა მომხდარს წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ფრაქციის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი.
ბოლოს დემოკრატიულმა პარტიამ ამ დონეზე 258 მანდატი 1992 წელს მოიპოვა. 2008 წელს მან წარმომადგენელთა პალატაში 257 ადგილი მიიღო. თავის მხრივ, რესპუბლიკელები ამერიკის კონგრესის ქვედა პალატაში 247 ადგილს 2015-დან 2017 წლამდე ფლობდნენ. ეს ბოლო დროს იქ მათი ყველაზე მნიშვნელოვანი უმრავლესობა იყო.
2026 წლის 3 ნოემბერს გამართულ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე დემოკრატიულმა პარტიამ სენატშიც 100-დან 56 ადგილი მოიპოვა. სხვა საკითხებთან ერთად, მისმა კანდიდატებმა სენსაციურად გაიმარჯვეს ისეთ ტრადიციულად რესპუბლიკურ შტატებში, როგორებიცაა ალასკა, ტეხასი, კანზასი, აიოვა, ოჰაიო, სამხრეთ კაროლინა და მისისიპი.
გარდა ამისა, 1998 წლის შემდეგ პირველად, ალასკის გუბერნატორად დემოკრატი აირჩიეს. იქ ჯონათან კრაის-ტომკინსმა ხმების 51%-ით დამაჯერებლად გაუსწრო რესპუბლიკური პარტიიდან თავის რამდენიმე მეტოქეს.