საქართველოში უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა დასაქმება და კარიერული განვითარება, სწორედ ამიტომ ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (ICDC) მიერ, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, უკვე მეორედ, ხორციელდება მასშტაბური სტაჟირების პროექტი — სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის.
პროექტის ფარგლებში მოხდება 50-ზე მეტი პარტნიორი კერძო კომპანიის შერჩევა 5 სხვადასხვა სექტორიდან და 150 სტუდენტს / კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება, მიიღოს პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა და კარიერის კონსულტირების ინდივიდუალური სესიები უფასოდ.
მიმდინარე სტაჟირებები, იხილეთ ბმულზე: სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის / კურსდამთავრებულთათვის.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში იგეგმება დასაქმების ინოვაციური ციფრული პლატფორმის შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს მუდმივ წვდომას დასაქმებისა და განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებზე.
რაც მთავარია, ისევე როგორც შერჩეულ ახალგაზრდებს ისე იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ ჩაერთვებიან პროექტში, თუმცა ჩვენი დახურული Facebook-ის ჯგუფის, Youth • HOME COMMUNITY | ახალგაზრდების სახლის წევრები არიან, 3000-ზე მეტ ახალგაზრდას, მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა დაესწროს მასტერკლასებს დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე.
პროექტი წინა ფაზის ფარგლებში შეირჩა 100 სტუდენტი და კურსდამთავრებული, რომლებმაც 50-ზე მეტ სხვადასხვა ბიზნეს კომპანიაში გაიარეს 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. პროექტის შედეგად 61 სტაჟიორი დასაქმდა 30-ზე მეტ ბიზნეს კომპანიაში — დასაქმების მაჩვენებელმა 80%-ს მიაღწია.
პროექტის პარტნიორები არიან უნივერსიტეტები, კოლეჯები და ბიზნეს კომპანიები. ICDC პროექტში ჩართვის მსურველ ბიზნეს კომპანიებთან მემორანდუმებს გააფორმებს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს კვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სტაჟირების პროგრამებთან დაკავშირებით კომპანიის მიდგომების, საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, რათა ICDC-სა და USAID Economic Security Program-ის პროგრამებში გაითვალისწინონ ყველა ის საჭიროება, რომლებსაც კომპანიისა და ზოგადად დარგის სპეციფიკა ითვალისწინებს.
სტაჟირების დასრულების შემდგომ ICDC-ის ორგანიზებით გაიმართება პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონია სტუდენტებისთვის და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის.
მიმდინარე სტაჟირებები, იხილეთ ბმულზე: სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის/კურსდამთავრებულთათვის.
ყურადღება: სტაჟირების განაცხადები ემატება ეტაპობრივად იმავე ბმულზე.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ICDC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.icdc.ge
პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის ICDC-ის მიერ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.