უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2026 წლის ოქტომბერში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარეკორდო დანაკარგი განიცადეს - 54 400 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და მძიმედ დაიჭრა.
ზელენსკის თქმით, ასეთი დანაკარგი სრულმასშტაბიანი ომის ყველა თვის რეკორდია. უკრაინის შეფასებით, 21 ოქტომბერს დღიური დანაკარგების რეკორდი დაფიქსირდა: ამ დღეს რუსეთმა 2250 სამხედრო დაკარგა.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 96,2 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს, რაც 10,4 კვადრატული კილომეტრით მეტია, ვიდრე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს.
"ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს მაქსიმალურად ძვირი დაუჯდეს. ამ გიჟური დანაკარგების შესაჩერებლად რუსეთისთვის საკმარისია, გადაწყვიტოს ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატიაზე გადასვლა", - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.