ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ოფიციალურად აცნობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ. გაერომ აღნიშნული შეტყობინება 20 ნოემბერს მიიღო, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 23 ნოემბერს გახდა. ქვეყნის ხელშეკრულებიდან გასვლა ძალაში ერთი წლის შემდეგ, 2027 წლის 20 ნოემბერს შევა, მანამდე კი ტაჯიკეთი სასამართლოს წევრად დარჩება.

ოქტომბერში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იდიბეკ კალანდარმა განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოს საქმიანობის მზარდი პოლიტიზება საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას სახელმწიფოთაშორისი დავების გადაწყვეტისას თანდათანობით პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცევს, რითაც უგულებელყოფს დადგენილ დიპლომატიურ ჩარჩოებს. კალანდარის თქმით, ეს ძირს უთხრის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს სტატუსს.

22 ნოემბერს ევროკავშირმა კვლავ დაგმო ტაჯიკეთი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 19-20 ნოემბერს ქვეყანაში ვიზიტის დროს მისი დაკავების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის შეუსრულებლობის გამო.