სომხეთი აშშ-სთან ერთად ახალი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ არმენ გრიგორიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები არსებით ეტაპზე გადავიდა.
“ახლა აშშ-სთან იურიდიულ-სამართლებრივი სივრცის რეგულირების საკითხს განვიხილავთ, რომლის გარეშეც წინსვლას ვერ შევძლებთ”, - განაცხადა გრიგორიანმა და დასძინა, რომ მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების შიდა პროცესები დასრულდება, მუშაობა დაიწყება.