გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ბერლინი არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა.

მემარცხენე პარტიის დეპუტატის გეზინე ლოტჩის კითხვაზე, როდის შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა იქნეს მიღწეული, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის “მშვიდობის წინადადება” გააკრიტიკა.

მან პუტინის წინადადებას უცნაური უწოდა, ვინაიდან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის იქნება მზად თუ “უკრაინა ასევე დათანხმდება შემდგომ ანექსიებს.”

"ეს იმას აჩვენებს, რამდენად ცინიკურად აზროვნებენ იქ, და რომ რუსეთის ლიდერი არ აპირებს თავისი დაპყრობითი ომის შეწყვეტას”.

დეპუტატის კითხვაზე, იძლევა თუ არა გერმანიის კანცლერი იმის “გარანტიას”, რომ გერმანია ომის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ გახდება, შოლცმა უპასუხა: “კი, ასეთ გარანტიას გაძლევთ. ეს არის ის, რასაც ვიცავ როგორც კანცლერი.”