ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთში 5 უვლისს დაგეგმილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შესაძლო ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ უნგრეთს არ აქვს შესაბამისი მანდატი ევროკავშირისგან.
„ევროპულ საბჭოს აქვს მკაფიო პოზიცია: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი უკრაინა. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დისკუსიები არ შეიძლება“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.
მიშელის თქმით, უნგრეთს, რომელიც ივლისის დასაწყისიდან როტაციით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა, არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი რუსეთში 5 ივლისს ჩავა.