დღეს რუსეთმა განაცხადა, რომ იმედოვნებს იარაღით მოვაჭრე ბუტს ამერიკელ პატიმრებში გაცვლის. ამის შესახებ REUTERS იტყობინება.

ვიქტორ ბუტი "სიკვდილით მოვაჭრის" სახელით არის ცნობილი და ის რუსი იარაღის კონტრაბანდისტია.

რამდენიმე თვის წინ, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთს ბუტის ორ ამერიკელ პატიმარზე გაცვლა შესთავაზა. ამის შესახებ მაში CNN იუწყებოდა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ იარაღით ცნობილი მოვაჭრე, ვიქტორ ბუტი პოლიციამ ტაილანდში 2008 წელს დააპატიმრა და აშშ-ის თხოვნით, მისი ექსტრადირება მოახდინა. 2011 წლის ნოემბერში კი ნიუ-იორკის სასამართლომ ვიქტორ ბუტი დამნაშავედ ცნო და მას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო.

რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელი ბრიტნი გრინერი და პოლ უილანია