ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩის თქმით, ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესეს და ეს არის მიმართულება, რა მიმართულებითაც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ.
"ნუ დაგვავიწყდება, რომ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც პერსონალური სანქციები შემოიღეს. ეს არის ის მიმართულება, რომლითაც ჩვენი დიპლომატებიც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, მაგრამ საჭიროა კონსენსუსი. ეს საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. ვფიქრობ, საუკეთესო გზას ვიპოვით საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ვფიქრობ, ამ გზებზე ვისაუბრებთ თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან", - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.
#Latvian president Edgars Rinkēvičs @edgarsrinkevics says the #EU is #exploring ways to support #Georgians hope for EU #integration, though the details will need to be discussed among leaders. pic.twitter.com/km8rg2SjIa
— TVP World (@TVPWorld_com) December 4, 2024