გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის (286 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის, რათა მას რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს, - იუწყება Reuters.

მისი ცნობით, 92 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოხმარდება აღჭურვილობას უკრაინის საზღვაო ფლოტის გასაძლიერებლად, 68 მილიონი – თავდაცვის აღჭურვილობას, 26 მილიონი – უკრაინისთვის ადრე მიწოდებული სისტემების მხარდაჭერასა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას მოხმარდება, 39 მილიონი კი – დრონების საწინააღმდეგო 1 000 რადიოელექტრონული ომის სისტემის და უკრაინის შეიარაღებული ძალების დამცავი შესაძლებლობების გასაძლიერებლად რესპირატორებისა და აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვას.

ბრიტანეთმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით სამხედრო წვრთნებს შესთავაზებს.