20 ნოემბერს, პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილი ობიექტები სამი რუსული რაკეტა აღმოჩნდა, — განაცხადა კვირას ლუბლინის საოლქო პროკურატურამ. მანამდე მიიჩნეოდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რაკეტა და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

პროკურატურამ დაადგინა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე Х-101 ტიპის ფრთოსანმა რაკეტებმა დაარღვიეს. ნამსხვრევების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს სამი რაკეტა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, ქალაქ დუბნის სამხედრო ქარხანაშია დამზადებული.

23 ნოემბერს, ბრიუსელში NATO-ს 32 ქვეყნის წარმომადგენლები რუსეთის მხრიდან პოლონეთის საჰაერო სივრცის ბოლოდროინდელი დარღვევების განხილვას აპირებენ. მსჯელობა რეგულარული კონსულტაციების ფარგლებში, სპეციალური სხდომის მოწვევის გარეშე გაიმართება.