ილონ მასკის კომპანია Neuralink რობოტის მკლავის გამოცდას იწყებს, რომლის გაკონტროლებაც პარალიზებულ ადამიანებს მხოლოდ ფიქრით შეეძლებათ.
კვლევები პირველ ფაზაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი მალე ჯერ კიდევ არ იქნება. მას შემდეგ რაც ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გახდება, ადამიანებს ტვინის იმპლანტანტით მკლავის გაკონტროლება შეეძლებათ.
"ეს პარალიზებულ ადამიანებს ფიზიკურად უფრო ფუნქციურს გახდის. დღეს ტვინის იმპლანტანტით შეგიძლიათ დაიმორჩილოთ კომპიუტერის კურსორი, ხვალ მსგავსი მკლავით შეგეძლებათ გადააადგილოთ ნივთები", — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, Neuralink-ს ამ მომენტისთვის უკვე ორი პაციენტი ჰყავს. მათ ტვინის იმპლანტანტით კომპიუტერული თამაშების თამაში და სხვა დავალებების შესრულება შეუძლიათ.