NATO–ს გენმდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ დასავლეთმა უკრაინის დასახმარებლად ახლა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია. ამის შესახებ მან ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

"ევროპელი ლიდერები იკრიბებიან აქ, ბრიუსელში. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, მისი გუნდი და უკრაინა იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე იმ დღისთვის, როდესაც ისინი გადაწყვეტენ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ახლა, როდესაც საქმე ეხება საჰაერო თავდაცვას, როდესაც საქმე ეხება სხვა იარაღის სისტემებს, ჩვენ უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ჩვენ ვიცით თქვენი მოთხოვნა, ვლადიმირ, 19 სისტემა მიეწოდება უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ასე რომ, ეს ყველაფერი იქნება დღის წესრიგში. გარდა ამისა, განვიხილავთ ეკონომიკის საკითხს, ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ უკრაინის ეკონომიკაზე ახლაც და მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც", – განაცხადა რუტემ.