აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია აღნიშნული. უილსონის თქმით, ქართული ოცნება კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.
"აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ქართული ოცნება გააგრძელებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის გაზრდას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს", - აცხადებს უილსონი.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა იმ ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თბილისის აქციებზე დარბევის ორგანიზებაში.