ამერიკის შეერთებული შტატების "ჰელსინკის კომისია", რომლის წევრებიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას "არალეგიტიმურად" მიიჩნევენ, აცხადებს, რომ "ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად "ქართული ოცნება" მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას განაგრძობს".

"ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრა. ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ირანის პრეზიდენტის პეზეშკიანის ინაუგურაციას დაესწრო, მანამდე კი „ქართულმა ოცნებამ“ ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება სცადა. თავის მხრივ, ცნობები გვაფიქრებინებს, რომ ირანელი მარიონეტები მხარს უჭერდნენ "ქართული ოცნების" კამპანიას, ავრცელებდნენ რა ანტიდასავლურ ნარატივებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ჰელსინკის კომისია" იმასაც იხსენებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ჩინეთთან, რომლის კონსორციუმი ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.

"თუ „ქართული ოცნება" ძალაუფლების მიტაცებაში გაიმარჯვებს, პარტია საქართველოს გადააქცევს ძალის დემონსტრირების და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილად არა მხოლოდ რუსი მფარველების, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებსაც სულ უფრო უახლოვდება", – ნათქვამია განცხადებაში.