ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, რომელზედაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, მედიასთან გააკეთა კომენტარი.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და "ქართულმა ოცნებამ" ხალხს ეს მიზანი არ უნდა წაართვას.

"ნამდვილად გულის სიღრმიდან ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი: ის, რასაც საქართველოში ახლა ვხედავ, ნამდვილად იმედგამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები - ალბათ, ნამდვილად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან რომ იყო ყალბი არჩევნები და არ აღიარებენ მის შედეგებს, იქნება მეორე მხარეც, რომელიც საპირისპიროს იტყვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად იმედგამაცრუებელია ის, რომ მთავრობამ გამოაცხადა, რომ შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80% ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას!", - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.