ომის დასრულების შემდეგ უკრაინას "ოდნავ განსხვავებული ფორმა" ექნება. ასეთი მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CBS News-ის გადაცემა 60 Minutes-ის ეთერში მიცემულ ინტერვიუში. ეს საუბარი გადაცემის YouTube არხზე ორშაბათს, 9 ნოემბერს გამოქვეყნდა.

უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენებაზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა: "ბაიდენმა მათ 350 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული და იარაღი მისცა. მე მათთვის არაფერი მიმიცია. მე ეს მივეცი ევროპას, მივყიდე სრულ ფასად და ისინი ჩვენ გვიხდიან. და არა მხოლოდ ეს, ეს 350 მილიარდი. მე მქონდა უსიამოვნო გრძნობა ამის გამო, რადგან ამას სისულელედ ვთვლიდი. ევროპას აქვს ფული. ევროპა მაშინვე გადაიხდიდა, მაგრამ ამის შესახებ არავის უთხოვია. ასე რომ, ჩვენ ვაწვდიდით ერთ შეიარაღებას მეორის მიყოლებით. და, სხვათა შორის, უკრაინას ჰქონდა გამბედაობა, გამოეყენებინა ისინი. რადგან, მათ გამოსაყენებლად გამბედაობაა საჭირო და მათ თავი შთამბეჭდავ ძალად წარმოაჩინეს. მაგრამ მათ ჰქონდათ საუკეთესო იარაღი მსოფლიოში. ჩვენ კი ამაში არაფერი მიგვიღია".

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ელის თუ არა ის, რომ "ყველაფერი იმით დასრულდება, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი", ტრამპმა აღნიშნა: "ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. და ვფიქრობ, ეს მოხდება, და საბოლოო ჯამში ეს დასრულდება იმით, რომ უკრაინას ოდნავ განსხვავებული ფორმა ექნება".