ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ამრიგად, კონსერვატიული პარტია 14-წლიანი მმართველობის შემდეგ უმცირესობაში აღმოჩნდება.
თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი, კირ სტრამერი გახდება.
„მადლობა ყველას, ვინც ჩაატარა კამპანია ამ არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიისთვის“, ყველას, ვინც ხმა მოგვცა და ნდობა გამოუცხადა ჩვენს შეცვლილ ლეიბორისტულ პარტიას“, – წერს კირ სტრამერი სოციალურ ქსელში.
ეგზიტპოლის მიხედვით, კონსერვატორების რაოდენობა 131 დეპუტატამდე შემცირდება, ლიბერალ-დემოკრატები კი სავარაუდოდ მესამე ადგილზე იქნებიან 61 დეპუტატით.
ეგზიტპოლის თანახმად, „შოტლანდიის ნაციონალური პარტიის“ დეპუტატების რაოდენობა 10-მდე შემცირდება.