ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ, — ამის შესახებ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ყურადღებით მოვუსმინე. ჩვენ ქართველ ხალხსა და საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ", — წერს ანდრიუს კუბილიუსი.
I listened very attentively to Georgian 🇬🇪 President @Zourabichvili_S‘s testimony today during the European Parliament plenary in Strasbourg.
— Andrius Kubilius (@KubiliusA) December 18, 2024
We stand firmly by the Georgian people and their European aspirations for the future of their country. pic.twitter.com/qwGa0v25V2