ამერიკული ავიამზიდი Abraham Lincoln-ი, რომლის ბორტზეც ავიაგამანადგურებლებია განთავსებული, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შევიდა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე, მათ შორის „ჰამასის“ პოლიტიკური ლიერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის გათვალისწინებით, განაცხადა, რომ ძალების განლაგებაში ცვლილებას შეიტანს.
პენტაგონმა განაცხადა, რომ რეგიონში ახალი გადამზიდავი დამრტყმელი ჯგუფი გაიგზავნება და განლაგდება დამატებითი სარაკეტო თავდაცვის სისტემები.
„USS Abraham Lincoln-ი F-35C-სა და F/A-18 Block III -ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა“, - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.