ოფშორების კანონი არის რუსული კანონის მეწყვილე ამ საკითხში და თუ რუსული კანონი გვაცილებს პოლიტიკურ ნაწილში ევროკავშირს, ოფშორების კანონი  არის ისეთი რამ, რაც ეკონომიკურად პრობლემას შეუქმნის საქართველოს და საქართველოში ზოგადად ეკონომიკას. - - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა,ე.წ.  ოფშორების კანონთან დაკავშირებით

"ისედაც ეჭვის თავლით გვიყურებს ნორმალური მსოფლიო , რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში და თუ კი აღქმა იქნება ისეთი, რომ ეს იქნება სანქცირებული ოლიგარქების სეიმი საქართველო, მაშინ ბუნებრივია  ძალიან დიდი წყვეტა მოხდება მათ შორის საბანკო-საფინანსო სექტორში, ეს არის უზარმაზარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის უკვე საფინანსო-ეკონომიკური კუთხით.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები განიხილა, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.