საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მონაწილეობდა. გამოფენაზე საქართველოს წარდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს Vive Bespoke Event-ის დამფუძნებელი ვიშეშ მანჰანი.
„როდესაც ახალ მიმართულებებსა და შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, საქართველო ხელსაყრელი მიმართულებაა ბიზნეს ღონისძიებებისთვის და ვფიქრობ, საქართველოს აქვს პოტენციალი გადაიქცეს ცენტრად საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა. ამას ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული ადგილები, გასტრონომია, გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ყოველივე ეს ხელს უწყობს როგორც მოგზაურებს, ასევე ბიზნეს ღონისძიებებისთვის მსხვილ ჯგუფებს, 300-დან 500 კაცამდე, რომ ეწვიონ საქართველოს, რადგან საქართველო იდეალური დანიშნულების ადგილია ბიზნეს ღონისძიებებისთვის.“
IBTM World 2025-ზე 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა, გამოფენის სტუმრების რაოდენობა 12 ათასზე მეტი იყო.

