ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს.
მიწისქვეშ იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად შეხვდა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.