ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N7 კოპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე ეწყობა. ვაკის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია რბილ საფარზე მოაწყობს საბავშვო-გასართობ ზონას, ასევე, დამონტაჟდება საპარკე ავეჯი, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. 

დასასვენებელი სივრცის ფართობი 1600 კვადრატულ მეტრს შეადგენს. 

სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.