ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ და ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N13 და N19 კორპუსების მიმდებარედ სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდა და მიმდინარეობს.

განახლდა ორივე კორპუსების წყალარინების ქსელები, სადარბაზოების კარები. ამჟამად, სრულდება საგზაო სამუშაოები და მიმდინარეობს საერთო სარგებლობის კიბის აღდგენა. 

გარდა ამისა, ტერიტორიაზე არსებული ავტოფარეხების ნაცვლად, მოსახლეობის თხოვნით, პარკინგი მოეწყო.  
აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 442 000 ლარს შეადგენს. 

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად შეხვდა.