კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად სკვერის და სპორტული მოედნის განახლების სამუშაოები ნუცუბიძის I მ/რ-ის N9-10 კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს.
პროექტი, დაახლოებით, 3000 კვ. მ ფართობზე ხორციელდება. ამჟამად მონტაჟდება საპარკო ავეჯი, რომელიც განთავსდება საბავშვო სივრცესა და დანარჩენ ტერიტორიაზე. სპორტის მოყვარულებს ექნება შესაძლებლობა, ფიტნეს ზონაში ივარჯიშონ.
გარდა ამისა, უკვე განახლებულია კომბინირებული სპორტული მოედანი.
პროექტის დასკვნით ეტაპზე დასასვენებელ სივრცეში გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
ამავე მისამართზე, N9 კორპუსში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ლიფტი განახლდა. პროექტი ამხანაგობის მომართვის საფუძველზე განხორციელდა.
დასასვენებელი სივრცის მიმდინარე და ლიფტის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ყიფიანი გაეცნო.