“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს წყლისა და წყალარინების ქსელების განახლების 31 პროექტი დაფინანსდა. ამ დროისთვის 28 მისამართზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო სამ მისამართზე - მიმდინარეობს.
ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება.
პროექტები ითვალისწინებს მიწისქვეშ არსებული მილებისა და ჭების შეცვლას და რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის საფარის დაგებას.
სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 383 000 ლარი გამოიყო.
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.