ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩის N32-ში მოეწყო დასასვენებელი სივრცე და  განახლდა საერთო სარგებლობის კიბე.

აღნიშნული კიბე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან    გაბუნიების ქუჩის N32-დან ავთო ვარაზის ქუჩამდე მანძილს საკმაოდ ამცირებს. 

რაც შეეხება ახალ დასასვენებელ სივრცეს, სკვერში განთავსდა  შესაბამისი ინვენტარი, მოეწყო პავილიონი მაგიდით და სკამებით, საბავშვო გასართობი მოედანი, ასევე ტერიტორიაზე 30 ძირი ხე-მცენარე დაირგო. 

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად შეხვდა.