ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ე.წ.სოფელ აგარაკში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. 

სამუშაოების ფარგლებში, შუა მინდვრის ქუჩაზე, გრუნტის გზის ნაცვლად მოეწყო ახალი საფუძველი და ასფალტის საფარი დაიგო. სულ, გზა, დაახლოებით, 5 000 კვ. მ (2 კილომეტრი) ფართობზე წესრიგდა. სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ განახორციელა.
რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.
გარდა ამისა, გზის საფარის მოწესრიგება წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, შერვაშიძის III ჩიხში, ასევე შატბერაშვილის N74-ში მიმდინარეობს.