ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების განახლება მიმდინარეობს. ჭავჭავაძის გამზირის N39-ში სკვერი და სპორტული მოედანი რეაბილიტირდება.
ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. გარდა ამისა, ეწყობა სადარბაზოებში შესასვლელი კიბეები და მოაჯირები. სკვერის განახლება მიმდინარეობს ასევე ყიფშიძის N10-ში. ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი საბავშვო-გასართობი სივრცის მოწყობა, გამოიცვლება დაზიანებული საპარკო ავეჯი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარე პროექტებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი გაეცნო.