ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს, სხვადასხვა უბანში სამი დამცავი რკინაბეტონის კედელი და ოთხი საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო.
დამცავი კედლები უსაფრთხოების მიზნით და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით აშენდა. ასევე, განახლდა და მოპირკეთდა საერთო სარგებლობის კიბეები, დამონტაჟდა განათების ბოძები.