„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის N75ბ-ს ტერიტორიაზე, წყალარინების ქსელის განახლება  მიმდინარეობს.  

მიწისქვეშა სამუშაოებისას,  კორპუსის წყალარინების შიდა ქსელის მილები და ჭები იცვლება, რეაბილიტირებულ პერიმეტრებზე კი ასფალტის ახალი საფარი იგება.  

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 82 000 ლარს შეადგენს. 

სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზუკა რურუასთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის გადაწყვეტილებით, კორპუსის საერთო საჭიროებებს ხმარდება. 

ამხანაგობა ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.