პირველ ეტაპზე, ეზოში მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს.
კომბინირებული სივრცე 1 330 კვ.მ ფართობზე განთავსდება. ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი და ყველა შესაბამისი საპარკო ავეჯი. დასასვენებლი სივრცე განათდება და გამწვანდება.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე განახლდება საერთო სარგებლობის კიბე, რომელიც ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩის N32-ს ავთო ვარაზის ქუჩასთან დააკავშირებს.
ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

