ვაკის რაიონის გამგეობა ნუცუბიძის N217-სა და ჟღენტის N98-ში ფერდობების გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. ორივე პროექტი დასკვნით ეტაპზეა. 

კლდოვანი ფერდობები თებერვალში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა და მოსახლეობის ეზოებში მიწის ჩამოშლის საფრთხეს ქმნიდა.   პროექტების შედეგად, ფერდობებზე დამცავი ბადეები მოეწყო. ამ ეტაპზე დარჩენილია მცირე ტექნიკური სამუშაოები. 

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზუკა რურუასა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად შეხვდა.