ვაკის რაიონის გამგებელი ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში, დავით კვინიკაძე, ვაკის რაიონის გამგეობის დელეგაციასთან ერთად, დამეგობრებული რაიონის, პრაღა 6-ის მერს იაკუბ სტარეკს შეხვდა. შეხვედრაზე ამა თუ იმ სფეროს მუშაობის სპეციფიკა განიხილეს, ასევე, ქვეყნების საარჩევნო სისტემაზე ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, იაკუბ სტარეკი და დავით კვინიკაძე ევროპარლამენტის მიმდინარე არჩევნების ხმის მიცემის პროცედურას დაესწრნენ. (ევროპარლამენტის არჩევნები 6 ივნისიდან 9 ივნისამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს ირჩევს).

პრაღა 6-ის და ვაკის რაიონის დამეგობრების მემორანდუმი 2015 წელს გაფორმდა.