„ქვეყანაში გრძელდება ბიზნეს აქტივობის მაღალი ტემპით ზრდა - 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 10.7%-თ არის გაზრდილი, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია. ასევე რეკორდულია და 12%-ზე მეტად არის გაზრდილი ბიზნესსექტორის გამოშვება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბიზნესსექტორში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შეფასებისას.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამსრომ ბიზნესსექტორის ბრუნვამ 2026 წლის I კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელი - 62.0 მლრდ ლარი შეადგინაამავე პერიოდში ზრდა დაფიქსირდა როგორც მსხვილისე მცირე და საშუალო ბიზნესშიმსხვილი საწარმოების გამოშვება 13.0%-ით გაიზარდახოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 11.9% შეადგინაიანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა დაპროდუქციის გამოშვებისისე დასაქმების მიმართულებით

უნდა აღინიშნოსრომ გამოშვების ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორშიპირველ კვარტალში გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის და დასაწყობებისვაჭრობის სექტორებმა და ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობების ზრდამასევე აღსანიშნავიარომ ბიზნესაქტივობის ზრდასთან ერთად იზრდება ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა - მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სამუშაო ადგილების რიცხვი 3.7%-ით (28.5 ათასითგაიზარდა და 799.4 ათასი შეადგინარაც პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელიაგაზრდილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასიც - ის 2,300 ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ბიზნესსექტორში არსებულ მაღალ მაჩვენებლებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზერომელიც აქტიურად უწყობს ხელს მცირე დასაშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდასვახტანგ ცინცაძის შეფასებითასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატირაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ბიზნეს აქტივობისახალი ინვესტიციებისგანხორციელების და ზოგადადბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას

შესაბამისადჩვენი მოლოდინიარომ ბიზნესაქტივობის ზრდის მიმართულებით პირველ კვარტალში დაფიქსირებული ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდებაესსაბოლოო ჯამშიგანაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდასრაც პოზიტიურად აისახება როგორც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზეასევე სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.