უკრაინამ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებსაც რუსეთი ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის იყენებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

 პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც გულისხმობს სანქციების შემოღებას იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების სარკინიგზო ტრანსპორტირებისთვის.

პრეზიდენტმა მიმართვის დროს განმარტა, რომ სანქციები შეეხება 185 კომპანიასა და ფიზიკურ პირს.

მისი განცხადებით, სანქცირებული პირებისა თუ კომპანიების აქტივები დაბლოკილია და არსებულ ქონებას უკრაინის თავდაცვისთვის გამოიყენებენ.