უძველესი ჩინური ცივილიზაციის დიდებულ საჩუქრებს შორის, როგორებიცაა კომპასი, ქაღალდი, ბეჭდვის ტექნოლოგია, მნიშვნელოვან ადგილს ჩაიც იკავებს. ჩინური კამელიის ფოთლების არომატული, მაცოცხლებელი ნაყენი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია წყლის შემდეგ. National Geographic საქართველოს თებერვლის ნომერი შორეულ აღმოსავლეთში გვამოგზაურებს.
ბოლო დროს გრენლანდიისადმი გაზრდილი ინტერესის ფონზე, საინტერესო სტატიას გვთავაზობს გამოცემა, რომელიც ცივი ომისდროინდელი საიდუმლო სამხედრო ბაზის სამეცნიერო მონაპოვარზე მოგვითხრობს. წყალქვეშა სამყაროს მოყვარულებისთვის კი, რედაქციამ შეარჩია ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე გამოსახული ამოუცნობი რგოლების ამბავი.
ძველი ევროპული კარტოგრაფიიდან არაერთი რუკაა ცნობილი, რომელზეც შავი ზღვის ადგილობრივ სახელწოდებად ისეთი აღნიშვნები გვხდება, როგორებიცაა: ფაზისის, კოლხეთის და სამეგრელოს ზღვა. რუბრიკა „საქართველოს ევროპული ისტორია” ზღვაოსნების გზამკვლევს გაგვაცნობს - ჯიროლამო რუშელის „Carta Marina Nuova Tavola“ საქართველოს საზღვაო წარსულის მნიშვნელოვანი დადასტურებაა.
National Geographic ქართულ ენაზე კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წლიდან გამოიცემა. ერთ სამეცნიერო ჟურნალში ყოველთვიურად თავს იყრის: საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები, მრავალფეროვანი თემები, ავტორთა სტატიები, უახლესი სამეცნიერო კვლევები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი უნიკალური კადრები.
ექსკლუზიურ ფასად ჟურნალის შეძენა შესაძლებელია თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14; ასევე, სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, სპეციალურ ფასად მიიღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.