ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში გაგრის IV ჩიხის N3-ის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა.
ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი და დაიგო ასფალტის საფარი. სამუშაოების შედეგად, 400-მდე კვ. მ ფართობის მონაკვეთი მოწესრიგდა. სულ, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონის მასშტაბით 69 000 კვ. მ ფართობის გზები განახლდა, 8 მისამართზე კი ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. შესრულებული სამუშაოების შედეგად, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.