საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამჯერად, წყნეთში ჩოლოყაშვილის ქუჩის განახლება დასასრულს უახლოვდება.
პირველ ეტაპზე, ქუჩაზე კომპანია GWP-მ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა.
ამჟამად, გამგეობის მიერ გზის საფარი 5500 კვ. მ ფართობზე - 1 კმ-იან მონაკვეთზე წესრიგდება და ასფალტი იგება.
საგზაო პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 750 000 ლარია გამოყოფილი.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასა და მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად შეხვდა.