ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაბა წყნეთში, აკაკი წერეთლის ქუჩის N2-ში კომბინირებული სპორტული მოედანი განახლდა.

პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა, ვინაიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო გულშემატკივართა ტრიბუნა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, გაკეთდა სანიაღვრე კიუვეტი და საერთო სარგებლობის კიბე.

შესრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ასათიანი ადგილზე გაეცნენ.

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცით ისარგებლონ.