3 ოქტომბერს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საერთაშორისო AI კონფერენციას  „Crossroad AI“ ჩაატარებს, რომელიც ქართველ და უცხოელ AI პროფესიონალებს, ინჟინრებს, მკვლევრებს და ტექნოლოგიურ ლიდერებს გააერთიანებს.

თიბისი ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით AI ეკოსისტემის განვითარების მოწინავე ბრენდია საქართველოში და AI განათლების მთავარი მხარდამჭერი. თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებას, AI ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებასა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. სწორედ ამ ხედვის ნაწილია Crossroad AI-ს მხარდაჭერაც, კონფერენცია რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი AI შესაძლებლობები ერთმანეთს ხვდება და ახალი თანამშრომლობებისთვის საფუძველი იქმნება.

წლევანდელი Crossroad AI-ის მთავარი თემაა, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, მათ შორის დეველოპმენტს, პროდუქტების შექმნას და ზოგადად, კომპანიებში კორპორატიულ ფუნქციებს.

კონფერენციაში 20-მდე საერთაშორისო და ქართველი სპიკერი წამყვანი AI კომპანიებიდან მიიღებს მონაწილეობას. სპიკერები გააზიარებენ რეალურ გამოცდილებას — რა მუშაობს დღეს და როგორ იცვლება AI-ის განვითარებასთან ერთად ინჟინრების, პროდუქტის გუნდებისა და მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობა.

მოწვეული სპიკერები იქნებიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორიცაა: Anthropic/Claude, Google/Gemini, YouTube, Hugging Face, ElevenLabs, Make და სხვა.

• სარა მალდონი - AI ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, Make

• იან სმერჰოვსკი - GenAI Go-to-Market Lead, Google/Gemini

• არნას მატიუკასი - AI ინჟინერი, Google

• კინგა აშბოთი - უფროსი პროდუქტის მენეჯერი, YouTube

• ევჟენ ვიბიტული - AI Fellow, Anthropic/Claude

• ირაკლი სალია - AI Engineer, Hugging Face

• ნათია კუხილავა - CTO, Helio AI 

• შოთა ელყანიშვილი - უფროსი ML ინჟინერი, exGoogle, Microsoft, Pinterest

• ანი ჯანელიძე - DataOps-ის ხელმძღვანელი, ElevenLabs

• ბექა ზაქაიძე - დამფუძნებელი, SeekerClaw

• ლევან ცინაძე - AI მკვლევარი, Maxin AI და სხვები.

კონფერენციას ორი Builders და Applied მიმართულება ექნება. Builders მიმართულებაზე განხილული იქნება AI-ზე დაფუძნებული დეველოპმენტი, AI აგენტები, ღია მოდელები, ხმოვანი AI, AI-enabled SDLC პროცესები და რეალურ პროდუქტებში AI-ის დანერგვა. Appliedმიმართულებაზე კი სპიკერები ისაუბრებენ AI-ის გამოყენებაზე პროდუქტის მართვაში, ბიზნესპროცესებში და AI ტრანსფორმაციის მართვაზე ორგანიზაციებში. კონფერენციის ფარგლებში მენეჯერებისა და დეველოპერებისთვის ჩატარდება პრაქტიკული ვორქშოფებიც.

ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე. ახალი თიბისის ბარათით, ახალი თიბისის კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით ბილეთის შეძენისას მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ AI-ის მიმართულებით თანამედროვე ცოდნა, განივითარონ შესაბამისი უნარები და ჩაერთონ ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში.