თიბისის ბიზნეს მობაილბანკს, მომხმარებლების ყოველდღიური ბიზნეს საქმიანობის გასამარტივებლად, ფუნქციონალები მუდმივად ემატება.  

ამჯერად, იმ ფუნქციონალების შესახებ მოგიყვებით, რომელთა საშუალებით, ბიზნეს საქმიანობისთვის ძალიან საჭირო მომსახურების მიღება მარტივად, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. 

• თანამშრომლების მენეჯმენტი - კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა აქვს, ბიზნეს მობაილბანკში თანამშრომელი დაამატოს და მას კონკრეტული უფლებები მიანიჭოს (დადასტურების, რედაქტირების და ა.შ). აღნიშნული ფუნქციების მინიჭება შესაძლებელია კონკრეტული ვადით. ვადის გასვლის შემდეგ კი, მობაილბანკითვე, შესაძლებელია დროის გახანგრძლივება.
• KYC - იცნობდე შენს მომხმარებელს - აღნიშნული ფუნქციონალი გულისხმობს ბიზნეს მომხმარებლის მიერ, პირადი ინფორმაციის შევსებასა და განახლებას, უკვე ონლაინ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მონაცემებს არ განაახლებს, მას შეეზღუდება წვდომა საკუთარ ანგარიშებსა და ფინანსურ საკითხებზე.

• SMS OTP-ის დადასტურება - ფინანსური ოპერაციების (ტრანზაქციების, კომუნალური გადახდების, გადარიცხვების) განხორციელება უკვე SMS კოდის საშუალებითაა შესაძლებელი და ამისათვის დიჯიპასის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.