თიბისი კონცეპტი ქმნის იმ განსაკუთრებულ კულტურულ გამოცდილებებს, რომლებიც მუსიკას, ხელოვნებასა და ქართულ იდენტობას აერთიანებს. სწორედ ამ მხარდაჭერის გაგრძელებაა “ფესტივალი„ჯაზი და ღვინო კახეთი“, რომელსაც წინანდლის მამულები 10 ოქტომბერს, უკვე მეათედ უმასპინძლებს.

ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა მუსიკის მოყვარულებს საერთაშორისო არტისტებთან შეხვედრის, ქართული ღვინის აღმოჩენისა და კახეთის უნიკალურ გარემოში დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მისცემს. წლევანდელ ფესტივალში 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას, მუსიკალურ პროგრამას კი საერთაშორისო სცენის გამორჩეული არტისტები დაამშვენებენ.

14:00 და 16:00 | ამფითეატრის სცენას იტალიური Sugarpie & The Candymen დაიკავებს. ჯგუფი ჯაზის, სვინგის, ბლუზის, სოულისა და როკ-ენ-როლის ენერგიულ ნაზავსაერთიანებს და ცნობილ ჰიტებს სრულიადგანსხვავებული, ჯაზური ჟღერადობით აცოცხლებს. სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანოცუმასპინძლებს და ტრადიციულ იტალიურ კერძებსშესთავაზებს.

19:00 | აუდიტორიის წინაშე Fred Wesley Generationsწარდგება - ფანკისა და ჯაზის ლეგენდარულიმემკვიდრეობის გაგრძელება, ეს არის პროექტი, რომელიცამერიკული ფანკისა და ჯაზის ერთ-ერთი ყველაზემნიშვნელოვანი ფიგურის, ტრომბონისტისა დაკომპოზიტორის Fred Wesley-ის მუსიკალურ მემკვიდრეობასეფუძნება. ვესლი განსაკუთრებით ცნობილია James Brown-თან და The J.B.’s-თან თანამშრომლობით, სადაც მისიგამორჩეული ტრომბონი და არანჟირება ფანკისკლასიკური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანროლს ასრულებდა. 

21:00 | ამფითეატრის სცენაზე SOUL TRAIN – JJ’s Hausband feat. Reggie Saunders მსმენელს სოულის, ფანკისა დაMotown-ის ოქროს ეპოქის ენერგიას შესთავაზებს.

თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზებამოქმედებს - წინასწარი გაყიდვების ფარგლებში 20, 21 და 22 აგვისტოს ბილეთებსა და სასტუმროს პაკეტებს სპეციალურ ფასად შეიძენენ. შემდეგ კიცალკეულ ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: tkt.ge/JazzandWineKakheti